საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი თითქმის 32 მილიონ დოლარამდე გაიზარდა – მიწოდება 7 ქვეყანაში ხორციელდება

საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი თითქმის 32 მილიონ დოლარამდე გაიზარდა – მიწოდება 7 ქვეყანაში ხორციელდება

10 თვეში ექსპორტზე 32 მლნ დოლარის ქართული ცხვარი გავიდა – სად ვყიდით
2026 წლის 10 თვეში 32 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების ცხვარი გავიდა ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულია 234 ათასი სული ცხვარი, 31.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ცხვრის რაოდენობა 8%-ით (17 ათასი სული), ხოლო ღირებულება 40%-ით (9 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული ცხვრის ექსპორტის მოცულობამ 22.757 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ცნობით 2026 წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში, ექსპორტი 7 ქვეყანაში განხორციელდა:

საუდის არაბეთი – 11.736 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი – 9.930 მლნ აშშ დოლარი
ერაყი – 4.436 მლნ აშშ დოლარი
ქუვეითი – 2.276 მლნ აშშ დოლარი
ყატარი – 2.223 მლნ აშშ დოლარი
ლიბია – 1.019 მლნ აშშ დოლარი
უზბეკეთი – 131 ათასი აშშ დოლარი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე