თოვლი და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი 26 ნოემბრამდე

თოვლი და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი 26 ნოემბრამდე

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება, ხოლო ზღვაზე – 4–5-ბალიანი შტორმი.

„ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების ქვემო წელსა და მათ შენაკადებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, აჭარისა და გურიის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ასევე ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

მთიან რაიონებში ძლიერი თოვლის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულისა და მაღალმთიან ზონებში ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ამინდი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე