25 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

25 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში”.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ არის დაგეგმილი.

ასევე, ევროპარლამენტში აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრაც არის ჩანიშნული.

რეზოლუციის პროექტზე, „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში”, კენჭისყრა 26 ნოემბერს შედგება.

თეგები: ევროპა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე