გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ apsny.ge საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

უწყების ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზი ზვავსაშიშროება გახდა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე (კმ 93–კმ 107) ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: გზა ლარსი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე