სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 961 შემთხვევა გამოვლინდა, 1 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 18 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ხუთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 5 870 ტესტი ჩატარდა.
16 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 207 103 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 186 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 835 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 969 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.