სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 024 შემთხვევა გამოვლინდა, 273 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ შვიდის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები დასახელდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 4 687 ტესტი ჩატარდა.
18 მარტის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 181 165 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 167 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 3 301 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 848 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.