სამცხე-ჯავახეთის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, დავით მერაბიშვილის თქმით,  ახალციხეში  საკუთარ სახლში გარდაცვლილ ქალს  ძალადობის ნიშნები აღენიშნება.

„თავზე აქვს დიდი, ნაფლეთოვანი ჭრილობა,  ბევრი ძალადობის ნიშნები აღენიშნება, სისხლჩაქცევები, ნაჭდევები სხეულზე”, -განაცხადა ექსპერტმა.

67 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი გუშინ,  27 თებერვალს ნახეს. როგორც ოჯახის ახლობელი გვიყვება, სახლში შესულს არეულობა დახვდა და ამის შემდეგ პოლიცია გამოიძახა.

შსს საქმეს სსკ-ს 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილი ამ დრომდე პროზექტურაში იმყოფება.