სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4 266 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 170 011 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 160 ადამიანი.