ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და ნინოწმინდა-ოროჯალარის გზის გადაკვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად 40-წლის ქალბატონი დაიღუპა,  11 თებერვალს, საგზაო ნიშნები დაამონტაჟეს. იყო თუ არა დამონტაჟებული საგზაო ნიშნები სხვა გადასასვლელებზე, Jnews-ი უფლებამოსილ პირებთან შეეცდება გარკვევას.

ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზზე, სადაც 19 იანვარს მატარებელი Hyundai-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, ორივე მხარეს საგზაო ნიშნები- “რკინიგზის გადასასვლელი შლაგბაუმის გარეშე” და “გაჩერების გარეშე მოძრაობა აკრძალულია”, დაამონტაჟეს. ადგილობრივი ტაქსისტების თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ნიშნები 11 თებერვალს დაამონტაჟეს.

ბაქო-თბილისი-ყარსზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ქალი დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით: ბაქო-თბილისი-ყარსზე უსაფრთხოება არ არის უზრუნველყოფილი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში არ იციან ვინ ან, რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა საგზაო ნიშნები ბაქო-თბილისი-ყარსის გადასასვლელზე და ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე. Jnews-მა სცადა შპს “მარაბდა-კარწახში” გაერკვია საქმის ვითარება.

როგორც შპს “მარაბდა-კარწახის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Jnews-ს განუცხადეს, ნიშნები “აზერბაიჯანის რკინიგზის” საქართველოს ფილიალმა დაამონტაჟა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა და მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაზარალებულ ცოლ-ქმარი, რომელიც მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა, მძიმე მდგომარეობაში ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი იმ დღესვე გადაიყვანეს თბილისში, ხოლო ქალს ოპერაცია ახალქალაქში გაუკეთეს. 40 წლის ქალი თბილისში ტრანსპორტირებისას დაიღუპა.

მატარებელი ავტომობილს დაეჯახა, 2 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია

კომპანია «მარაბდა-კარწახის რკინიგზა» ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე