დღეს, 19 იანვარს, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რელსების გადასასვლელზე მატარებელი Hyunday მარკის მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

დარტყმის შედეგად მანქანა რელსების გადაკვეთიდან 100-200 მეტრის სიშორეზე გადაისროლა. მანქანაში იყვნენ ცოლ- ქმარი, ორივე ნინოწმინდის მცხოვრებნი არიან.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც JNEWS-ს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოდან აცნობეს, პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან, მათგან ერთი თბილისში გადაჰყავთ, მეორეს კი ამჟამად ოპერაციას უკეთებენ.

1

 

44

22