ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხორენიაში სოფლის შიდა გზა ასფალტდება. სამუშაოების სახარჯთაღრიცხო ღირებულება 922 915 ლარს შეადგენს. სამუშაოების ტენდერი შპს „ჯავახავტოგზამ” მოიგო.

სოფელ პატარა ხორენიას შიდა გზების ასფალტირება ხიდიდან ახალციხე-ნინოწმინდის გზატკეცილამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ფინანსდება. სახელმწიფო დაფინანსება 56,75%-ს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43,25%-ს.

სამუშაოები ორი წლის განმავლობაში ჩატარდება და 2025 წლამდე გაგრძელდება. 2024 წელს 426 948 ლარი გამოიყოფა, 2025 წელს 495 967 ლარი. ხორენიის ხიდიდან ახალციხე-ნინოწმინდის გზატკეცილამდე გზის სიგრძე 2 კმ-ია.

სამუშაოების ტენდერი შპს „ჯავახავტოგზამ” მოიგო, ამჟამად შეფასებისა და დოკუმენტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული გზით სარგებლობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დიდი ხორენიის მცხოვრებლებიც, ვისთვისაც ის ერთადერთი გზაა, რომელიც სოფელს დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებს.

„დიახ, სოფელ პატარა ხორენიაში სოფლის შიდა გზის მოასფალტების ტენდერი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა. ეს ჩვენი გზაც არის, ამ გზით გადავადგილდებით, რა თქმა უნდა, კარგია“, – ამბობს სოფელ დიდი ხორენიას სპეციალისტი ფიდანიან არკადი.