19 იანვარს მომდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზის და ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის გადაკვეთაზე დაზარალებული ქალი დაიღუპა.
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის ალექსან თოროიანის თქმით, ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული 40 წლის ქალი, ღამით რეანიმობილით თბილისში ტრანსპორტირების დროს დაიღუპა. ქალს 3 არასრულწლოვანი შვილი დარჩა, ის ნინოწმინდის სკოლაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს ნინოწმინდა-ოროჯალარის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მატარებელი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი დაშავდა, მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი მაშინვე თბილისში წაიყვანეს, ხოლო ქალს ოპერაცია ახალქალაქში გაუკეთეს. დაზიანებული ჰქონდა ელენთა და ნეკნი.
მატარებელი ავტომობილს დაეჯახა, 2 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია
კომპანია «მარაბდა-კარწახი რკინიგზა» ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას აკომენტარებს