როგორ მოხდა, რომ 19 იანვარს, მსუბუქი ავტომობილი და მატარებელი, სოფლის მახლობლად, ოროჯალარში, ერთმანეთს შეეჯახნენ? ეს კითხვა დღემდე ისმის. თუმცა ერთში ყველა დარწმუნებულია: ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუკი იქნებოდა შლაგბაუმი და შესაბამისი საგზაო ნიშნები.

გუშინ, 19 იანვარს ქალაქ ნინოწმინდის გამოსასვლელში, სოფელ ოროჯალართან რკინიგზის ხაზზე მატარებელმა ავტომობილი გაიტანა, რომელშიც ცოლ-ქმარი ისხდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო, ის გზაში დაიღუპა, ქმარი სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

ნინოწმინდის შესასვლელში, ასფალტირებულ გზას სოფელ ორაჯალარისკენ მივყავართ. ნინოწმინდის შესასვლელიდან დაახლოებით 300-400 მეტრში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რელსებია განთავსებული. რკინიგზის გადასასვლელის არსებობაზე არანაირი გამაფრთხილებელი საგზაო ნიშანი არ უთითებს, არც რელსებამდე, არც მის შემდეგ, არც შლაგბაუმი არსებობს.

CHP1

ზუსტად აქ, გუშინ (19 იანვარს) მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, როცა, რაღაც მიზეზების გამო, ავტომობილი გზის შუა ნაწილში აღმოჩნდა და მატარებელი დაეჯახა. აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევას ოროჯალარში უცნაურ შემთხვევად აფასებენ და ამბობენ, რომ აქ ყოველ დღე არ დადის მატარებელი.

რკინიგზის გადასასვლელის ადგილთან ახლოს ხილვადობა საკმარისად კარგია საიმისოდ, რომ მოახლოებული მატარებელი შეამჩნიო. სოფელ ოროჯალარის მოსახლეობა ამბობს, რომ, როცა მატარებელი ამ ადგილს უახლოვდება, მძღოლი ასიგნალებს.

CHP3

მას შემდეგ, რაც მატარებელმა ავტომობილს დაარტყა, კიდევ 50 მეტრის მანძილზე გაათრია, რის შედეგადაც მანქანა ლითონის გროვად აქცია.

CHP4

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას დღემდე, მანქანის ნაწილები,  დამტვრეული ფარები ყრია და თოვლს სისხლის კვალი აჩნია. თუმცა, დამტვრეული მანქანა გაიტანეს.

/CHP6

ოროჯალარის მცხოვრებლები, რომელიც ამ გზით მუდმივად სარგებლობენ, ამბობენ, რომ ამ ადგილას ნიშნებიც და შლაგბაუმიც უნდა იყოს, მაგრამ მსგავსი არაფერია.

მათივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ადგილობრივები არ არიან, მაგრამ გაიგეს, რომ დაღუპულის დედამთილი სოფელში იყო და სანახავად ჩამოვიდნენ.

“მიკვირს, ეს, როგორ მოხდა? იქ მანქანები არასდროს იჭედებოდნენ. იქამდე, სანამ ასფალტს დააგებდნენ, იქ თოვლი გროვდებოდა, მაგრამ ასფალტირების შემდეგ, დიდი თოვლი არ არის ხოლმე. ჩემი აზრით, მან იფიქრა, რომ მატარებლის მისვლამდე მოასწრებდა და გზას გადაკვეთდა. მატარებელი მუდამ ასიგნალებს, როცა ყაურმამდე აღწევს. ჩვენ ამ გზით მუდამ ვსარგებლობთ, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. კანონით შლაგბაუმი უნდა იყოს, ნიშნები მაინც დაემონტაჟებინათ”, – ამბობს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირთა ნათესავი.

«კომისიონკაში», ე.წ. მაღაზია ვაგონში, სოფლის ცენტრში, სოფლის მამაკაცები იკრიბებიან. მათ სხვა შემთხვევაც გაიხსენეს, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა.

– ყურადღებით თუ იქნები, იქ დიდი მონაკვეთია, რა თქმა უნდა მატარებელი ჩანს. დიდი ალბათობით სხვა მიზეზი არ არის, ყურადღებით არ იყვნენ, რადგან მატარებელი ასიგნალებს. იქ ნიშნები და შლაგბაუმი უნდა იყოს, მაგრამ არ არის. მძღოლი ამ სოფლიდან არ არის, ალბათ, ვერ გაარჩია, რომ იქიდან მატარებელი გადის. პირადად მე მუდამ ვუყურებ. მატარებლები იშვიათად დადიან, დღეში 2-3-ჯერ. რამდენჯერმე მინახავს, როგორ გადიან, – ამბობს შეკრებილთაგან ერთ-ერთი.

– სხვა ქვეყნებში ყველგან არის შლაგბაუმი, როცა მატარებელი გადის, შლაგბაუმი იხურება, მანქანები ელოდებიან. რადგან ეს უსაფრთხოებაა, შეიძლება მანქანას მუხრუჭმა უმტყუნოს და მანქანა მატარებლის გზაზე აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, ან მუხრუჭმა არ იმუშავა, ან ყურადღებით არ იყვნენ,- აღშფოთებულია მეორე.

-იქ შლაგბაუმია საჭირო, დაცვაა საჭირო. ბოლოს და ბოლოს ავტომატური შლაგბაუმები არსებობს. მსგავსი შემთხვევა იყო 30 წლის წინ, ჩვენი სოფლის მცხოვრები 01-ით (ვაზ-2201) მატარებელს დაეჯახა, მაგრამ გადარჩა, – ამბობს ოროჯალარის კიდევ ერთი მცხოვრები.

ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კომპანია “მარაბდა-კარწახის რკინიგზაში”  Jnews-თან საუბარში განაცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლია. ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი, გამოძიება გაარკვევს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, «რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ენ ექსპლუატაციის წესის დარღვევა».

ამასთანავე, ჯავახეთში ბევრ რკინიგზის გადასასვლელზე ნიშნები და შლაგბაუმები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მის ახლოს დასახლებულ პუნქტები მდებარეობს.

ბაქო-თბილისი-ყარსზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ქალი დაიღუპა
კომპანია “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ნინოწმინდაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე
მატარებელი ავტომობილს დაეჯახა, 2 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია