სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 448 ადამიანს დაუდასტურდა, 603 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 12 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ექვსი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსზე 2 612 ტესტი ჩატარდა.
14 იანვრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 163 576 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 151 849 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 2 963 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 721 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.