აბიტურიენტებისთვის დამატებითი რანჟირების ახალი შესაძლებლობა

აბიტურიენტებისთვის დამატებითი რანჟირების ახალი შესაძლებლობა

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განცხადება თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი.

2026 წელს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე მისაღები ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. აბიტურიენტის მიერ განმეორებითი განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს ცენტრის დირექტორი.

2026 წელს განმეორებითი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე