გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ჯავახეთში შედარებით გრილი და ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლიც კი. 10 სექტემბრისთვის ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-25°-მდე გათბება.
აღსანიშნავია, რომ ჯავახეთი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებს მიეკუთვნება, ხოლო ახალციხე — აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებს.
8 სექტემბერი (სამშაბათი)
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღის ბოლოს შესაძლებელია სეტყვა (მაღალმთიან რაიონებში ზოგან მცირე თოვლი). ქარი დასავლეთის 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ.
ბარში: ღამით +10… +15°, დღისით +20… +25°
მთაში: ღამით +5… +10°, დღისით +15… +20°
მაღალმთაში: ღამით +1… +6°, დღისით +9… +14°
9 სექტემბერი (ოთხშაბათი)
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა. ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ქარი ცვალებადი მიმართულების 8-13 მ/წმ.
ბარში: ღამით +8… +13°, დღისით +21… +26°
მთაში: ღამით +3… +8°, დღისით +19… +24°
მაღალმთაში: ღამით -1… +4°, დღისით +9… +14°, ზოგან +20°-მდე
10 სექტემბერი (ხუთშაბათი)
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ქარი აღმოსავლეთის 10-15 მ/წმ.
ბარში: ღამით +9… +14°, დღისით +23… +28°
მთაში: ღამით +5… +10°, დღისით +23… +28°
მაღალმთაში: ღამით +1… +6°, დღისით +12… +17°, ზოგან +25°-მდე