ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემამ „ზოლოტაია კორონამ“ საქართველოში ფულადი გზავნილები შეაჩერა.
გამოცემა „კოდ დუროვა“ წერს, რომ საქართველო აღარ იძებნება გადარიცხვებისთვის ხელმისაწვდომი ქვეყნების ჩამონათვალში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ის სერვისის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება იყო. ფულადი გზავნილები ასევე შეწყდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, თუმცა კონკრეტულად რომელში, გამოცემა არ აზუსტებს.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომის გამო რუსეთიდან საერთაშორისო საგადახდო სისტემები Visa და MasterCard გავიდნენ, რუსეთიდან სხვა ქვეყნებში ფულის გადარიცხვის ერთ-ერთი მთავარი არხი სწორედ „ზოლოტაია კორონა“ გახდა.
23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გამოაცხადა. სანქციების ქვეშ მოხვდა „ზოლოტაია კორონას“ ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“ ასევე „ციფრა ბანკი“.
სანქციების შემდეგ „ციფრა ბანკმა“ ფულადი გზავნილები შეაჩერა ყაზახეთში.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტით სანქციები დაუწესდა ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას და კრიპტოპლატფორმებს საქართველოდან.