ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი – 2026“ დაიწყო. 16 ივლისს პირველი საინფორმაციო შეხვედრები ქალაქის სამ უბანში — ნორაშენში, ჭოჭაშენსა და ხოჯაბეკში გაიმართა. ნინოწმინდისგან განსხვავებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს სამოქალაქო ბიუჯეტირება, წინასწარი მონაცემებით, არ იგეგმება.
მერ ანივარდ მოსოიანის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართვაა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავად განსაზღვრონ პრიორიტეტული პროექტები. წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, განაცხადების მიღება 20 ივლისს დაიწყო და 20 აგვისტომდე გასტანს, რის შემდეგაც, 1 სექტემბრამდე, იდეების განხილვა მოხდება. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სექტემბერში ჩატარდება კენჭისყრა, სადაც გამარჯვებულ პროექტს თავად ხალხი გამოავლენს.
პირველ შეხვედრებზე ნორაშენისა და ჯოჯაშენის მაცხოვრებლებმა ახალი დასასვენებელი პარკის მშენებლობას დაუჭირეს მხარი, ხოლო ხოჯაბეკში – ადგილობრივი სადღესასწაულო დარბაზის რემონტსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. ტექნიკური და ფინანსური შეფასების შემდეგ, შერჩეული იდეების განხორციელება დაიწყება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდისგან განსხვავებით, სულ სხვა ვითარებაა. „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტი აქ ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, თუმცა 2025 წლის იდეა არ შესრულებულა, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტში ეს პუნქტი საერთოდ აღარ ფიგურირებს. ახალქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, კარენ მერგელიანის განცხადებით, ამ საკითხზე ცვლილებები ან განხილვები ამჟამად არ მიმდინარეობს, შარშანდელი იდეის ჩავარდნა კი საპროექტო პრობლემებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტირება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 2023-2024 წლებში ორგანიზაცია „HEKS-EPER Georgia“-სა და „სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მხარდაჭერის ცენტრის“ (SCCSF) ხელშეწყობით დაინერგა. პროგრამის მიზანი ადგილობრივი ბიუჯეტის განაწილებაში მოსახლეობის ჩართვა იყო. ორი წლის განმავლობაში ახალქალაქში ამ მიზნით 80 ათასი ლარი გამოიყო, ნინოწმინდაში კი — 50 ათასი ლარი.
ამ დროში მხოლოდ ორი იდეა რეალიზდა: ახალქალაქში საინფორმაციო ბილბორდი დამონტაჟდა, ხოლო ნინოწმინდის სოფელ ნორაშენში — სპორტული ინვენტარი შეიძინეს. რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, ახალქალაქელების მიერ შერჩეული „ჩგნავორის“ სალოცავის გზის კეთილმოწყობა (ასფალტი, სკამები, განათება) გამოყოფილი 50 000 ლარით შეუძლებელი აღმოჩნდა და პროექტი გადაიდო, ნინოწმინდაში კი აუზის მშენებლობა „მიზანშეუწონლობის“ გამო ჩაიშალა.
ორწლიან პერიოდში ნინოწმინდაში მოქალაქეებმა 5 იდეა წარადგინეს (ძირითადად სპორტული), ახალქალაქში კი – 7, სადაც უპირატესობა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას ენიჭებოდა.
პროექტის ფარგლებში ახალქალაქში სამოქალაქო ინიციატივებისთვის ჯამში 80 ათასი ლარი გამოიყო, ნინოწმინდაში კი — 50 ათასი. მიუხედავად ამისა, რეალურად მხოლოდ ორი მცირე იდეა განხორციელდა: ახალქალაქში საინფორმაციო ბილბორდი დამონტაჟდა, ხოლო ნინოწმინდის სოფელ ნორაშენში — სპორტული ინვენტარი შეიძინეს.
რაც შეეხება მოსახლეობის მიერ 2025 წლისთვის შერჩეულ მთავარ პროექტებს, ორივე ჩავარდა: ნინოწმინდაში აუზის მშენებლობა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს, ხოლო ახალქალაქში „ჩგნავორის“ სალოცავის გზის კეთილმოწყობისთვის (ასფალტი, სკამები და განათება) გამოყოფილი 50 000 ლარი არასაკმარისი აღმოჩნდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ გზის რეაბილიტაციისთვის თანხა საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული.
ორი წლის განმავლობაში ნინოწმინდაში მოქალაქეებმა 5 იდეა წარადგინეს (ძირითადად სპორტული მიმართულების), ახალქალაქში კი — 7, სადაც აქცენტი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე კეთდებოდა.