საქართველოში ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი გაყიდეს

21.07.2026 Newsroom სიახლე 225
საქართველოში ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი გაყიდეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებულის კუთვნილი მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს. – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე