უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მიხედვით (კონსოლიდაციის გათვალისწინების გარეშე), 2026 წლის იანვარ-ივნისში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან სახელმწიფო ხაზინაში 84 334 665 ლარი შევიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს თანხა 83 050 696 ლარს შეადგენდა.
შემოსავლების ზრდის შესაბამისად გაიზარდა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლილი ტრაილერების რაოდენობაც. კერძოდ, არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი 240 956-მა ტრაილერმა გაიარა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში — 237 287-მა ტრაილერმა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 171 286 748 ლარი შევიდა, რაც საზღვრის გადამკვეთ დაახლოებით 489 390 სატვირთო ავტომობილს შეესაბამება.
ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სატრანზიტო სატვირთო ავტომობილებისთვის (ტრაილერებისთვის) გზებით სარგებლობის საფასური 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლები 200 ლარს იხდიდნენ.