გორ ღაზარიანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

20.07.2026 Newsroom სიახლე 390
გორ ღაზარიანი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

14-18 ივლისს საქართველოში, გორში, გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელშიც ახალქალაქელი მოკრივეებიც მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ტურნირში 6 ქვეყნის მოკრივეები ასპარეზობდნენ. ახალქალაქს წარმოადგენდნენ: ჟირაირ ჯინისტიანი — 52 კგ (მწვრთნელი — არმენ გრიგორიანი), ნარეკ მღდესიანი — 60 კგ (მწვრთნელი — არტურ ელიზბარიანი), გორ ყაზარიანი — 75 კგ (მწვრთნელი — ვენეტიკ ყაზარიანი) და ხატია აკოპოვი — 57 კგ (მწვრთნელი — ატომ ელიზბარიანი).
ბრძოლების შედეგად, გორ ყაზარიანმა მეტოქეები დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. მისი მწვრთნელის, ვენეტიკ ყაზარიანის თქმით, ეს ჩემპიონატი გორისთვის გადამწყვეტი იყო. ამ გამარჯვების წყალობით, მან გაინაღდა მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. გარდა ამისა, ახალქალაქის ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა ხატია აკოპოვმა, რომელიც ახალქალაქის სპორტულ კომპლექსს წარმოადგენს.

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე