19 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ტერიანის პოეზიის დღე აღინიშნა. ეს დღესასწაული უკვე 59-ედ აღინიშნება.

teryan9

განძა ხალხმრავალი იყო არა მხოლოდ ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან, არამედ სომხეთიდან, რუსეთიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანებით, რომლებიც დიდ სომეხ ლირიკოსსა და პოეტს, ვაჰან ტერიანს მიძღვნილ დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

teryan2

სადღესასწაულო დღე დაიწყო წმინდა კარაპეტის ეკლესიაში, რომელიც 1859 წელს ვაჰან ტერიანის პაპამ — ტერ გრიგოლმა ააგო, სადაც წმინდა წირვა აღევლინა. ამის შემდეგ სტუმრებმა ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.

teryan4

teryan6

teryan3

ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა ოფიციალური პირები. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი, ფესტივალ „ოქროს გარგარის“ დირექტორი კარენ ავეტისიანი და მისი გუნდი, რომელიც ტერიანის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს, ფონდ „ჯავახეთის მხარდაჭერის“ გუნდი და კულტურის სხვა მოღვაწეები თუ ინტელექტუალები.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ განძისა და ნინოწმინდის ანსამბლები, რომლებმაც შეასრულეს ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, ხოლო ნიჭიერმა ახალგაზრდებმა ლექსები წაიკითხეს.

teryan8

teryan10