წლის დასაწყისიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოველების მიერ ადამიანის კბენის 72 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 10-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოველის კბენის 72 შემთხვევა დარეგისტრირდა. მათგან 69 ძაღლის კბენა იყო, ხოლო თითო-თითო შემთხვევა — კატის, ზაზუნასა და ღორის.
დაზარალებულთა შორის 16 — თხუთმეტ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვია, ხოლო 56 — თხუთმეტ წელზე უფროსი ასაკის.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს სტატისტიკა მხოლოდ რეგისტრირებულ შემთხვევებს ასახავს. ცხოველის კბენის შემდეგ ყველა დაზარალებული მიმართავს სამედიცინო დახმარებას, ამიტომ მსგავსი შემთხვევების ნაწილი აღრიცხვის გარეშე რჩება.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები ყველას შეახსენებენ, რომ ნებისმიერი ცხოველის კბენის შემდეგ აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ჭრილობის დროული დამუშავება და ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა (როდესაც ეს საჭიროა) თავიდან აგვაცილებს საშიში ინფექციური დაავადებების, მათ შორის ცოფის განვითარებას.
JNEWS-ის მონაცემებით, 2025 წლის იანვრიდან 7 ივლისამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცხოველთა თავდასხმისა და კბენის 62 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. მათგან ერთი შემთხვევა ბოცვერს (ბოცვრის კბენას), ერთი შემთხვევა კატას, ხოლო დანარჩენი ძაღლებს უკავშირდებოდა. დაზარალებულთა შორის 12 ბავშვი იყო (15 წლამდე ასაკის). თუმცა, არც ამ პერიოდში დაფიქსირებულა მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები.