გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 18-19 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა.
„18 ივლისის დასასრულიდან 19 ივლისის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ალაგ-ალაგ ძლიერი ნალექი სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. შესაძლებელია ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე, უეცარი წყალმოვარდნები მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მცირე მდინარეებზე, ასევე მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში (საფრთხის საშუალო დონე)“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.