მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა მუნდიალის გამარჯვებული.
ესპანეთი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა არგენტინა თავს უნარიანად იცავდა, უხიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ფურია როხას“ განუწყვეტელმა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო, კომპენსირებულ დროში ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, არგენტინა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
96-ე წუთზე უილიამსმა გაიტანა, მაგრამ იქამდე მერინოს მხრიდან ოტამენდიზე უხეშობა დაფიქსირდა. მერე მერინოს თავური ოდნავ ასცდა მიზანს. 106-ე წუთზე კი ტორესმა მარტინესის კარი დალაშქრა. ბოლოს კაცნაკლულმა “ალბისელესტემ” შეუტია, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.