კვლევის „2026 წლის ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსი“ თანახმად, ყველაზე ეფექტური ეკოლოგიური პოლიტიკის მქონე ქვეყნების გლობალურ რეიტინგს ევროპული სახელმწიფოები ლიდერობენ.
როგორც კვლევიდან ირკვევა, ევროპის ლიდერული პოზიციები, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია განახლებადი ენერგეტიკის განვითარებითა და სხვადასხვა სახის დაბინძურების (მაგალითად, ჰაერისა და პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურება) შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებებით.
ყველაზე ეფექტური ეკოლოგიური პოლიტიკის მქონე 10 ქვეყნის რიცხვს მიეკუთვნებიან:
გარემოს დაცვაში ყველაზე მცირე წვლილის მქონე ათი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება საქართველოს, აღნიშნულ რეიტინგში მან 79-ე ადგილი დაიკავა. როგორც გაირკვა, საქართველო ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსით მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია — მას მხოლოდ სამხრეთი მეზობელი, სომხეთი უსწრებს.
თურქეთი 125-ე ადგილს იკავებს, სომხეთი – 75-ეს, რუსეთი -89-ეს, ხოლო აზერბაიჯანი – 92-ეს.