საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ექსპლუატაციაში შევიდა. ინფორმაციას კომპანია „Enguri Attraction“-ი ავრცელებს.

საბაგირო გადასასვლელი მიწიდან 320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისი სიგრძე 600 მეტრია და 70 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ზიპლაინის დაშვების ბილიკი ენგურჰესის თაღოვან კაშხალზეა განთავსებული.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გასულ წელს გამოცემა „BusinessPressNews“-ს განუცხადა, ზიპლაინის შექმნის ინიციატივა ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია.

რაც შეეხება ღირებულებას, როგორც ცნობილია, ზიპლაინით გასეირნება საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარი ღირს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის — 80 ლარი.