სომხური ბიუჯეტური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის.
ფრენების განრიგის მიხედვით, რომელიც ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარუდგინა, 16 ივლისიდან მოქმედ სამ რეისს კვირაში კიდევ სამი დაემატება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამგვარად, რეგულარული ფრენები ერევანი-ბათუმის მარშრუტზე კვირაში ექვსჯერ — კვირის გარდა ყოველდღე განხორციელდება.
დამატებითი რეისების შესასრულებლად საჭირო ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა. FLYONE Armenia საქართველოში რეგულარულ ფრენებს 2022 წლიდან ახორციელებს. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ფრენებს თბილისის მიმართულებითაც ასრულებს.