ტრაგედია ახალქალაქში: ერთ-ერთ სოფელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

14.07.2026 Newsroom სიახლე 207
ტრაგედია ახალქალაქში: ერთ-ერთ სოფელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დღეს, 14 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
სოფელში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება: ნაწილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს, ნაწილი კი — თვითმკვლელობაზე.
Jnews ინფორმაციის დაზუსტებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
მამაკაცი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, რუსეთში სამუშაოდ დადიოდა. მისი შვილები საზღვარგარეთ იმყოფებიან, თავად კი სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
Jnews დამატებით დეტალებს დაზუსტებისთანავე შეგატყობინებთ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე