„სომხეთს გაზის შესასყიდად დამატებით 1 მილიარდი დოლარის მოძიება მოუწევს“, — განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა.

მისი თქმით, სომხეთი ამჟამად ათას კუბურ მეტრ გაზს 177,5 დოლარად ყიდულობს.

„ბირჟებზე ფასი, როგორც უკვე განვიხილეთ პირველ კვლევაში, დაახლოებით 600 დოლარია და შესაძლოა 800 დოლარსაც კი მიაღწიოს. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი რუსეთისგან 2,3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იღებს, მარტივი გამრავლება აჩვენებს, რომ სომხეთს დამატებით 1 მილიარდი დოლარის, და შესაძლოა უფრო მეტის, მოძიება მოუწევს“, — აღნიშნა ალექსეი შევცოვმა.

უფრო ადრე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილებმა სომხეთს ურჩია, სცადოს რუსული გაზის ევროპულით ჩანაცვლება და ნახოს, რა მოხდება.