სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგიერთ ადგილას მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) თბილი და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) სიცხის ფონზე ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი), სიცხის მიუხედავად, ზოგან მოსალოდნელია მცირე წვიმა. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსს შეადგენს.