მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების 2026 წლის რეიტინგს მადრიდის „რეალი“ ლიდერობს. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. კლუბის ამჟამინდელი ღირებულება 9.5 მლრდ დოლარია.
მეორე ადგილზე იმყოფება „ბარსელონა“, რომელიც „რეალს“ 2 მლრდ-ით ჩამორჩება. რეიტინგში მესამე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“ 7.2 მლრდ დოლარით.
Forbes -ის ვერსიით, ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების 10-ეული ასე გამოიყურება:
„რეალი“ – 9.5 მლრდ;
„ბარსელონა“ – 7.5 მლრდ;
„მანჩესტერ იუნაიტედი“ – 7.2 მლრდ;
„ლივერპული“ – 6.2 მლრდ;
„პარი სენ-ჟარმენი“ – 5.8 მლრდ;
„ბაიერნი“ – 5.7 მლრდ;
„მანჩესტერ სითი“ – 5.5 მლრდ;
„არსენალი“ – 5.4 მლრდ;
„ჩელსი“ – 4.2 მლრდ;
„ტოტენჰემი“ – 3 მლრდ.