რომელი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს ყველაზე მეტი ბინა თბილისში მიმდინარე წლის აპრილშირომელი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს ყველაზე მეტი ბინა თბილისში მიმდინარე წლის აპრილში
2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა და გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ თვის ჭრილში რიგით მესამე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
როგორც „გალთ&თაგარტის“ თბილისის უძრავი ქონების შესახებ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის აპრილში გაყიდვები მაღალ დონეზე შენარჩუნდა მეორად ბაზარზეც და წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტით იყო განპირობებული.
კვლევის მიხედვით, 2026 წლის აპრილის მონაცემებით თბილისში ყველაზე მეტი ბინა ქართველებმა შეიძინეს. რაც შეეხებათ უცხოელებს, ყველაზე მეტი ბინა თბილისში ისრაელის მოქალაქეებმა შეიძინეს. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეობის მიხევდით გაყიდული უძრავი ქონების რეიტინგი ასეთია:
საქართველოს მოქალაქეები – 75%
ისრაელის მოქალაქეები – 11%
რუსეთის მოქალაქეები – 3%
სხვა – 11%