დღეს, 20 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული ლიგის გათამაშების 25-ე ტურის ფარგლებში, ახალქალაქის სპორტული სკოლის საფეხბურთო კლუბი „აბული“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა და მეტოქის კარში 9 გოლი გაიტანა.
მატჩი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში გაიმართა და 14:00 საათზე დაიწყო. შეხვედრა ძალიან სანახაობრივი, საინტერესო მომენტებითა და გოლებით დატვირთული გამოვიდა. „აბულის“ ფეხბურთელებმა 9 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 1 ბურთი გაუშვეს.
„ქაბულის“ შემადგენლობაში გოლებით გამოირჩნენ:
რომიკ ჩორუხიანი — 2 გოლი
კახა მამულაშვილი — 2 გოლი
თითო გოლი კი გაიტანეს:
ლუკა ბერიანიძემ
ლუკა გაგნიძემ
ნუკრი კაკულიამ
არტურ პეშტმალჯიანმა
რაფაელ დარბინიანმა
„აბული“ ჩემპიონატში გამოსვლას აგრძელებს და ჩატარებული 25 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებით, გუნდის აქტივში 47 ქულაა.
მიმდინარე სეზონში ახალქალაქის კლუბმა 15 გამარჯვება მოიპოვა, 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 8-ჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაა 63–46.