ქართველი ქალების უპირატესობა: რით უსწრებენ ისინი მამაკაცებს?

ქართველი ქალების უპირატესობა: რით უსწრებენ ისინი მამაკაცებს?

საქართველოში ქალები რაოდენობით მამაკაცებს ჭარბობენ -ქვეყანაში 1.887 მლნ მამაკაცი და 2.053 მლნ ქალი ცხოვრობს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ მონაცემების თანახმად, 2026 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.941 მლნ ადამიანს შეადგენს.
„საქსტატის“ ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 3.930 მლნ ადამიანს შეადგენდა. მათგან 1.881 მლნ მამაკაცი იყო, ხოლო 2.049 მლნ – ქალი.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანია 35-39 წლის მოსახლეობის კატეგორია – 303.2 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზეა 10-14 წლის ასაკობრივი ჯგუფი (289.3 ათასი ადამიანი), ხოლო მესამეზე -40-44 წლის მოსახლეობა (280.3 ათასი ადამიანი).
რაც შეეხება ყველაზე მცირერიცხოვან ასაკობრივ ჯგუფებს, 80–84 წლის ადამიანთა რაოდენობა 60.8 ათასს შეადგენს, ხოლო 85 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა – 68.2 ათასს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე