მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.

ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ამ ცვლილებების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი.

საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი

2026 წლის 1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება. ეს ფუნქცია შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება ასევე საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

გარკვეული პირები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ

2026 წლის 1-ელი ივნისიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ იანვარში მიიღო.

„2026 წლის 1-ელი ივ­ნი­სი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად, გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ყო­ველ­თაო ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის გეგ­მუ­რი ამბულატო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რეგისტრაციის მო­დუ­ლი­დან იმ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ 6 თვე და მეტი ვა­დით უწყვე­ტად.

მო­სარ­გებ­ლის ხე­ლა­ხა­ლი რე­გის­ტრა­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბა „სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ზე გა­დას­ვლის მიზ­ნით გა­სა­ტა­რე­ბელ ზო­გი­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2013 წლის 21 თე­ბერ­ვლის №36 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პროგ­რა­მის 23-ე მუხ­ლის მე-4 პუნ­ქტით გან­სა­ზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად,“ – ნათქვამია დადგენილებაში.

სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება

2026 წლის ივნისიდან გიდების სერტიფიცირების ვალდებულება ამოქმედდება. ამ წესის დარღვევისთვის, გარკვეული ჯარიმებიცაა გათვალისწინებული.

კერძოდ, ვალდებულება შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ.

bpn.ge