23 მაისიდან 27 მაისამდე ბათუმში ირაკლი აბაშიძის სახელობის კრივის მესამე საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრებაში 10-მდე ქვეყნის 100-მდე მოკრივე მონაწილეობს. ახალქალაქიდან ტურნირზე გორ აივაზიანი და სამველ კაზარიანი ასპარეზობდნენ. გორ აივაზიანმა 1-ელი ადგილი დაიკავა, ხოლო სამველ კაზარიანმა – მე-2.
ფინალში გასული სამველ კაზარიანი ჯანმრთელობის პრობლემების გამო რინგზე ვერ გავიდა, რის გამოც მას ბრძოლის გარეშე ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და მე-2 ადგილი ერგო. სპორტსმენს ვენეტიკ კაზარიანი წვრთნის.
გორ აივაზიანმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. სპორტსმენს გაგიკ ელისბარიანი წვრთნის. გორისთვის ეს მორიგი გამარჯვება და მსოფლიო თასისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ერთ თვეში გორ აივაზიანი ჩინეთში მსოფლიო თასზე მიიღებს მონაწილეობას. ეს საერთაშორისო ტურნირები ხელს უწყობს მის კიდევ უფრო მეტ განვითარებას და ფორმაში ყოფნას, რათა დიდ ტურნირზე იასპარეზოს. არც ეს ტურნირი ყოფილა მარტივი, თუმცა ის გაცილებით მასშტაბურია“, – ამბობს გაგიკ ელისბარიანი.