2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში გაიცა 7383 მართვის მოწმობა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში – 225. მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი მართვის მოწმობა — 276 — 17 წლის პირებზე გაიცა. სამცხე-ჯავახეთში რაოდენობით ასევე 17 წლის ბიჭები ლიდერობენ – 47 ადამიანი.
ყველაზე უმცროსი პირი, რომელმაც მართვის მოწმობა აიღო, 16 წლისაა (მან მოპედის მართვის უფლება მოიპოვა), სამცხე-ჯავახეთში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხანდაზმული კი 73 წლისაა; სამცხე-ჯავახეთში მართვის მოწმობა 73 წლის ქალმა აიღო.
გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, მართვის მოწმობის მიმღებთა შორის, საქართველოს მოქალაქეების გარდა, არიან აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, პაკისტანის, ყაზახეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ინდოეთის, ლიბანის, ტუნისის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეგვიპტის, გერმანიის, ირანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. სტატისტიკის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან მართვის მოწმობა 42 წლის ქალმა აიღო.