მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 72 ფაქტი გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 4 შემთხვევა. საერთო ჯამში, 2026 წლის 4 თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 651 შემთხვევა, მათგან სამცხე-ჯავახეთში – 8.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სულ ამოღებულია სხვადასხვა ჯიშის დაახლოებით 76 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

„ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები სხვადასხვა რეგიონში გამოვლინდა, მათ შორის: იმერეთში – 13, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ოთხი, ქვემო ქართლში – 20, კახეთში – 15, მცხეთა-მთიანეთში – ორი, გურიაში – ცხრა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ერთი და შიდა ქართლში – ოთხი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ცხრა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა. ქვეყნის მასშტაბით, იანვარ-აპრილში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 263 ფაქტი გამოავლინეს“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.