ახალქალაქის ნაწილში გაზმომარაგება დროებით შეწყდა

ახალქალაქის ნაწილში გაზმომარაგება დროებით შეწყდა

დღეს, 21 ოქტომბერს, ახალქალაქის ნაწილში გაზმომარაგება დროებით შეწყდა, თუმცა მისი აღდგენა 14:00 საათამდე იგეგმება.
როგორც გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორმა, ვრეჟ ბერიკიანმა განაცხადა, გამორთვა გაზის ქსელის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება. მისი თქმით, საუბარია მცირე მონაკვეთზე და გაზმომარაგების სწრაფ აღდგენაზე, რის გამოც აბონენტები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ, ვინაიდან შეტყობინება ყველა აბონენტს მიმდევრობით მისდის.
„გაზის მიწოდება სწრაფად — დაახლოებით ნახევარ საათში ან ერთ საათში აღდგება. საჭიროა მიერთების განხორციელება ერთ ადგილზე. ჩვენ გავთიშეთ „ლიუქსის კონტური“. სამუშაოები საკმაოდ სწრაფად დასრულდება“, — განაცხადა ვრეჟ ბერიკიანმა.
კომპანიის დირექტორის თქმით, გაზმომარაგება საჭირო სამუშაოების დასრულებისთანავე, უახლოეს ხანში აღდგება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე