მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 736 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.22%-იან მატებას წარმოადგენს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 79.84 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 4.01%-ით მომატებული მაჩვენებელია.

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 410 ლარი ღირს, 750 სინჯის – 308 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 240 ლარი ღირს.

რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.04 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.48 ლარი ღირს.