მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „გიორგობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარსა და მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს.

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსასრულის დღეა. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევამოსილი გიორგი ქართველი ხალხის მფარველად ითვლება და საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.

გადმოცემის თანახმად, წმინდანი III საუკუნის მეორე ნახევარში, კაპადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს, წმინდა გიორგი მხედართმთავარი გახდა. როდესაც ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იგი იმპერატორის წინააღმდეგ გამოვიდა. დიოკლეტიანემ მისგან ქრისტეს უარყოფა მოითხოვა, თუმცა გიორგიმ უარი განაცხადა. 30 წლის ასაკში მან ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო. ეკლესიის ისტორიაში იგი დარჩა როგორც ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მეომარი. სხვადასხვა წამებასთან ერთად, იგი ბორბალზეც გააკრეს. 303 წელს წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

გიორგობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს — მისი აღსასრულის დღეს, და 23 ნოემბერს — მისი ბორბალზე წამების დღეს. 23 ნოემბრის დღესასწაულს „ქართულს“ უწოდებენ, რადგან იგი სხვაგან…