ახალქალაქში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ლოგიკის მაგისტრები“

06.05.2026 Newsroom სიახლე 258
ახალქალაქში გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ლოგიკის მაგისტრები“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 5 მაისს გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ლოგიკის მაგისტრები“. თამაში ახალქალაქის მერიასთან არსებულმა „ახალგაზრდულმა საბჭომ“ მოაწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.

ინტელექტუალურ მარათონში მუნიციპალიტეტის რვა სკოლა მონაწილეობდა. თითოეული სკოლიდან წარმოდგენილი იყო უფროსკლასელთა 4-წევრიანი გუნდი. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლა;

II ადგილი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა;

III ადგილი — ახალქალაქის №4 საჯარო სკოლა.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასი, დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო მონაწილე გუნდები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

უფროსკლასელების ინტელექტუალური შესაძლებლობების სანახავად და მათ საგულშემატკივროდ ასევე მივიდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტიჩ მდგესიანი და საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ოლგა მელიქიძე და მერის ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი თამარ მიქელაძე.

ინტელექტუალური თამაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე