სამცხე-ჯავახეთში ყალბი დოლარებისა და ევროს გასაღების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

06.05.2026 Newsroom სიახლე 269
სამცხე-ჯავახეთში ყალბი დოლარებისა და ევროს გასაღების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაასაღა ჯამში 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ასი ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა და 350 ევროს ოდენობის ყალბი ფული.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე