უკვე ერთო წელიწადი და ოთხი თვეა, სოფელ დადეშის მოსწავლეები სულდას საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ. დადეშის სკოლის შენობა რემონტდება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები 2024 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

იმის გასარკვევად, თუ რატომ არ დასრულებულა მშენებლობა, Jnews-ი დადეშის სკოლას ესტუმრა.

dasasenyak

ადგილზე მშენებლები მუშაობდნენ. სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის დათო დოგანაძის თქმით, სკოლის რემონტი დასკვნით ეტაპზეა.

„რემონტი დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. მჯერა, რომ ორ კვირაში საბოლოოდ დავასრულებთ სამუშაოს. შიგნით, საკლასო ოთახები სრულად არის მომზადებული გაკვეთილების განახლებისთვის. გათბობის სისტემაში მცირე პრობლემაა, ამასაც გამოვასწორებთ და დავასრულებთ“, – თქვა მან.

mijancq

რემონტის დასრულებამდე დადეშის სკოლის მოსწავლეები სკოლაში მეზობელ სოფელ სულდაში მეორე ცვლაში დადიან. შედეგად, გაკვეთილის დრო 45 წუთიდან 30 წუთამდე შემცირდა. უკმაყოფილებას გამოხატავენ როგორც სოფელ დადეშის, ისე სოფელ სულდას მოსწავლეების მშობლები.

sportdahlij

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს შპს „Saba Construction“ ახორციელებს.

კომპანიიდან Jnews-ს შემდეგნაირად უპასუხეს: „დასრულებასთან დაკავშირებით ზუსტ თარიღებს ვერ მოგაწოდებთ. პროცესი დასკვნით სტადიაზეა, მშენებლობას მალე დავასრულებთ“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დადეშში სკოლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით რემონტდება.

ასევე წაიკითხეთ:

დადეშის სკოლის რეკონსტრუქცია ნოემბერში დასრულდება (Photo)

 

გევორგ ჯანოიან