ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშში საჯარო სკოლის კეთილმოწყობის მიზნით სარემონტო სამუშაოები გრძელდება, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სამუშაოს დასრულების ბოლო ვადა ნოემბერია.

სკოლის სარემონტო სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შპს “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს.

1

შპს „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენელი, დადეშის სკოლის სარემონტო სამუშაოების კოორდინატორი და მშენებელი დავით დოგალაძე, გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია.

„სამუშაოები უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. მთელი სკოლა გარემონტდება, სამუშაოები გარეთაც მიმდინარეობს. ჩვენ უკვე დავასრულეთ ახალი შენობის მშენებლობა გარეთ, სადაც ცენტრალური გათბობის სისტემა დამონტაჟდება. ვფიქრობ, ვადაზე ადრე დავასრულებთ კაპიტალურ რემონტს“, – ამბობს სამუშაოზე პასუხისმგებელი დავით დოგალაძე.

7

2

მეორე სართულზე იატაკზე ფილების დაგებასა და კედლების შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.

3

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგიური პერსონალი სულდას საჯარო სკოლაში მთელი წლის განმავლობაში მეორე ცვლაში სწავლობდნენ.

4

სოფლის ცენტრში, ეკლესიასთან შეკრებილი ბავშვები მეზობელი სოფლის სკოლაში მისასვლელად ტრანსპორტს ელოდებიან. სოფელ დადეშში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას ახალქალაქის მერია უზრუნველყოფს.

5

დადეშის სკოლაში 106 მოსწავლე და 25 მასწავლებელი მუშაობს.

როგორც სოფლის მოსახლეობამ აღნიშნა, სკოლის შენობა 70-იან წლებში აშენდა და არაერთხელ ჩაუტარდა მცირე რემონტი, მაგრამ არა კაპიტალური.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ასევე სოფელ ალასტანისა და კოთელიას საჯარო სკოლები გარემონტდება. აღნიშნულ სკოლებში სარემონტო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენიც“ ახორციელებს.

თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ თემაზე: