ახალქალაქში მომავალი, 2025 წლის, ბიუჯეტი განიხილება. ახალქალაქის მერიის სოციალური დახმარების სამსახურმა საკრებულოს დეპუტატების დაინტერესებულ კითხვებს უპასუხა, რომელთა შორის თირკმლის უკმარისობის, მუდმივი ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირების დახმარების ოდენობა იყო.

2024 წელს თირკმლის უკმარისობის მქონე პირები წელიწადში ერთჯერადი დახმარების სახით 2000 ლარს ღებულობდნენ, ამ თანხაში შედიოდა მგზავრობის ფინანსებიც.

თუმცა მომავალ 2025 წელს ერთჯერადი თანხის ოდენობა სხვადასხვა ავადმყოფისთვის განსხვავებული იქნება. საქმე იმაშია, რომ წელს 30-35 ადამიანიდან 8 ადამიანმა, რომლებიც ჰემოდიალიზის პროცედურის გასაკეთებლად სხვა ქალაქებში მიდიოდნენ, ამ მომსახურების მიღება ახალქალაქში დაიწყეს, მათ შორის არიან როგორც ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის მცხოვრებლები. ამ 30-35 ადამიანიდან 17 ახალქალაქის მცხოვრებია. ის პაციენტები, რომლებიც ადრინდელივით მომსახურებას სხვა ქალაქებში მიიღებენ, რადგან ახალქალაქის საავადმყოფო მხოლოდ 8 ადამიანს ემსახურება, 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო ვინც ახალქალაქში — 1500 ლარს, სატრანსპორტო ხარჯის გამოკლებით. ის პაციენტები, რომლებსაც ჰემოდიალი ესაჭიროებათ მედიკამენტებისთვის ერთჯერადად 500 ლარს ღებულობენ.

ჰემოდიალიზის ცენტრი მუშაობს, მაგრამ მოწყობილობებია არასაკმარისი