ერევანში დასრულდა სიმღერის კონკურსი „ჯავახეთის ხმა“, ფესტივალი, რომელიც 4 თვის განმავლობაში იმართებოდა ერევანსა და ჯავახეთში. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია.

8 ნოემბერს, ერევანში არნო ბაბაჯანიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში სომხეთის სახელმწიფო ეროვნულ ორკესტრთან ერთად ჯავახეთში გამართული მუსიკალური კონკურსის 17 საუკეთესო მონაწილე გამოვიდა.
პირველი, მეორე და მესამე პრიზიორები ორ ასაკობრივ ჯგუფში შეირჩნენ. არსენ აღჯოიანმა “გრან პრი” მიიღო და “ჯავახეთის ხმის” გამარჯვებულად გამოცხადდა. გამარჯვებულმა-მონაწილეებმა მიიღეს ფულადი პრიზი, თასი, სერტიფიკატი და ღირებული პრიზები: AWI International-ის სომხური წარმოების საათი, სასტუმრო “Best Resort Agveran”-ში 3 დღე, სასაჩუქრე ბარათი და ფასდაკლება “მეგა დენტის” სტომატოლოგიური კლინიკისგან, ასევე ფასდაკლებები რესტორან “ხინკალი 13”-ისგან. და რაც მთავარია, ქველმოქმედების წყალობით (მთავარი სპონსორები: ბაბკენ ასატრიანი, გაიანე მანუკიანი, გრიგორ ტაშჩიანი, არარატ ანტონიანი) მათთვის ვიდეო იქნება გადაღებული. პროექტის საინფორმაციო სპონსორი იყო “საინფორმაციო რადიო 106.5”.

ქვემოთ წარმოდგენილია გამარჯვებულების სახელები:

ასაკობრივი ჯგუფი 6-14 წელი:

პირველი ადგილი: მოვსეს მკრტჩიანი

მეორე ადგილი: ბაბკენ ბერაქჩიანი და ჯულიეტა მელქონიანი.

მესამე ადგილი: აღუნ უნანიანი და ანაჰიტ ასლანიანი

ასაკობრივი ჯგუფი 15-30 წელი

პირველი ადგილი: არმენ ტაშჩიანი

მეორე ადგილი: არეგნაზ მკრტჩიანი

მესამე ადგილი: მარსელ დიმაქსიანი და არტიომ ასტატურიანი

სპეციალური პრიზები:

“მაყურებლის სიმპათია” – არტიომ ასტატურიანი

“ფესტივალის აღმოჩენა” – ამალია ბაბაიანი

“ჯივანის საუკეთესო შესრულება” – რაფიკ ნანაიანი

“საიათ ნოვას საუკეთესო შემსრულებელი” – არმენ ტაშჩიანი

ყველა მონაწილემ, ვინც არ მიიღო პრიზები, მიიღო სერთიფიკატი.

კონკურსის მომღერლებმა სომხეთის სახელმწიფო ეროვნულ ორკესტრთან ერთად ხალხური, კლასიკური და კომპოზიციური სიმღერები შეასრულეს.

პროგრამას ფონდი „ჯავახეთის მხარდაჭერა“ სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან და მავრ მკრტჩიანთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით განხორციელდა. კონცერტი ხალხური მუსიკისა და ცეკვის ეროვნულ ცენტრთან ერთად გაიმართა.

პროექტის ჟიურიში შედიოდნენ ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ოპერის მომღერალი ალექსანდრე თამაზოვი, პიანისტი, კომპოზიტორი, ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი კარენ ანანიანი, კლასიკური მომღერალი, საიათ-ნოვას სახელობის მუსიკალური სკოლის მასწავლებელი შუშანიკ ოვანისიანი, მომღერალი არმენ მკოიანი, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული არქიტექტორი ჰოვანეს მუტაფიანი, მომღერალი ვარდან ბადალიანი და ჟურნალისტი, დიზაინერი გაიანე მანუკიანი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსი პირველად ტარდება და ჯავახეთში უნიკალურ ფესტივალს წარმოადგენს.