ახალქალაქის სამი საბავშვო ბაღის 400-ზე მეტი ბავშვებიდან 36 ბავშვი სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღში დადის, დანარჩენი ბავშვები იძულებულნი არიან სახლში დარჩნენ, რადგან სამივე სკოლამდელი დაწესებულება 2 წლით დაკეტილი იქნება რემონტისთვის.

ბავშვები, რომელთა მშობლებიც ოფიციალურად მუშაობენ, გადაჰყავთ კუმურდოში. 16 სექტემბრიდან ქალაქის საბავშვო ბაღების 36 ბავშვი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღში დადის. ქალაქის საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, სადღაც 2026 წლის ბოლომდე, ბავშვები სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღში ივლიან.

„ორი ბავშვი ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდანაა, ხოლო ორს პრობლემა აქვს, დანარჩენი მომუშავე მშობლების შვილებია. მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით ორი მანქანა გამოყო. სოფელ კუმურდოს საბავშვო ბაღში დიდი დარბაზი იყო, ბავშვების ოთახად გადავაქციეთ და ჯგუფი შევქმენით“, – ამბობს ახალქალაქის საბავშვო ბაღების ასოციაციის დირექტორი ანაიდა ასატურიანი.

მისი თქმით, ტრანსპორტირების პრობლემა არ არის. მათი მასწავლებლები ბავშვებთან ერთად მგზავრობენ.

აღვნიშნავთ, რომ წელს ქალაქის ყველა საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით საფუძვლიანად გარემონტდება ან აშენდება. თავიდან მხოლოდ ორი შენობა უნდა გარემონტებულიყო: №1 და №2 საბავშვო ბაღები. ამ სკოლამდელი დაწესებულებების ბავშვები №3 საბავშვო ბაღში დადიოდნენ, მაგრამ შემდეგ №3 საბავშვო ბაღის გარემონტებაც გადაწყდა.

№3 საბავშვო ბაღს შპს „ლაგი კაპიტალი“ არემონტებს, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, ყველა სამუშაოსა და მომსახურების ჩათვლით, შეადგენს 3`261`495,00 ლარს. პრეისკურანტის ღირებულება 1`775`269,93 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების ბოლო ვადა 2026 წლის ბოლომდეა.

№2 და №1 საბავშვო ბაღებს შპს „მედმშენი“ 7 522 000 ლარით არემონტებს. ხოლო პრეისკურანტის სავარაუდო ფასი 1 830 175,19 ლარს შეადგენს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 833 დღეში, 2026 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.