ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლას, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო, გარემონტდება. პროექტის მიხედვით, განახლებული სკოლა მოსწავლეებს ნოემბრიდან მიიღებს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები ერთი წელია მიმდინარეობს.

ალასტანის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მსგავსი რემონტი სკოლაში არასდროს განხორციელებულა.

2

„1986 წლიდან დღემდე კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. პრემიერის პროექტის ფარგლებში გადაწყდა მისი სრული შეკეთება. საშინელ მდგომარეობაში იყო. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩვენს გვერდით არის. 25 ნოემბრისთვის გვექნება სკოლა, ლაბორატორია, კომპიუტერული სისტემა, ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა რუბენ კრტიანმა.

1

სკოლის განახლების შემდეგ სკოლის მოსწავლეები სოფელ ვრაევანის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მე-9 კლასის შემდეგ ალასტანის საჯარო სკოლაში მეზობელი სოფელ კოკიოს ბავშვებიც სწავლობენ.

სკოლაში 90 მოსწავლე სწავლობს, 4 ბავშვი პირველ კლასში წელს სექტემბერში დაესწრება. ალასტანის სკოლაში 23 მასწავლებელი მუშაობს, ყველა უფროსი მასწავლებელია.

4

„სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების 80-90% სწავლობს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში“, – აღნიშნა დირექტორმა.

შპს „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენელი, სკოლის სარემონტო სამუშაოების კოორდინატორი და მშენებელი სამველ მანანიანი გაწეული სამუშაოებით კმაყოფილია.

5

„სამუშაოების დროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა, სამშენებლო კომპანია ყოველთვის დროულად აწვდის ყველაფერს, რაც საჭიროა. მუშები ყველა სოფლიდან არიან – 20 კაცი“, – ამბობს სამველ მანანიანი.

აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდება სოფელ დადეშისა და კოთელიას საჯარო სკოლებიც. ამ სკოლების სარემონტო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენიც“ ახორციელებს.

3